ოსური კლასიკური მუსიკის საღამო
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოსური კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.
ოსი და ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ოსური კლასიკური ნაწარმოებები, ამ მასშტაბით საქართველოში პირველად სრულდება. კონცერტზე გაჟღერდება ფ. ალბოროვის, ზ. ხაბალოვას, ჟ.პლიევას, მ. პლიევის, ა. მაჭავარიანის, ვ. აზარაშვილის, გ. ჩლაიძის, ვ. დურგლიშვილის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ: სახელმწიფო კამერული ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ტრიო „ბრავო“, სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, აფხაზეთის დამსახურებელი არტისტი ვაჟა ჩუბინიძე, სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი ნანა რეხვიაშვილი და ნინა უსტინოვა, ირინა და ქრისტინე სიმონიანები, ქეთევან ექვთიმიშვილი. საღამოს დაესწრებიან: სახელმწიფო აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორები და მოღვაწეები. საღამოს ორგანიზატორია ა(ა)იპ „ქალთა თანადგომა“. იდეის ავტორი – მადინა ტეხოვა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. მედიამხარდამჭერი: ტელეკომპანია ,,ერთსულოვნება’’.