სპექტაკლის „მილიონრები“ პრემიერა გაიმართება

4 და 5 ივნისს ახმეტელის თეატრის სცენაზე, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე ერთმოქმედებიან სპექტაკლს „მილიონრები“ წარმოადგენს, რომელიც ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით განხორციელდა. სპექტაკლის რეჟისორი დავით საყვარელიძეა, ქორეოგრაფი – ეკა არჩაია, რეჟისორის თანაშემწე – ლეილა მურღულია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბადრი ბეგალიშვილი (ჯენარო), მარინა სოლომონია (ამალია), პაატა ვახტანგიშვილი (ამადეო), ვერიკო კალანდია (მარია), ნიკა წერედიანი (პეპე), დათო ბერაძე (ფედერიკო), ბესო ქარჩავა (მღვდელი), ჯულიეტა პაკელიანი (ადელაიდა), ლონდა კაცია (ასუნტა), ლიანა მიქაშავიძე (პეპენელა), ნინო შავგულიძე (ტერეზა), სანათა ძაძამია (მარგარიტა), ნუგზარ წერედიანი (უბნის ინსპექტორი), იუკა ვასაძე (ჩაპა, საგადასახადოს უფროსი), ედემ ხვიჩია (სტუმარი), ლელა შარაბიძე (ლუჩია), იზოლდა ბოკუჩავა (უცნობი ჭირისუფალი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები