ხათუნა ქომეთიანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში, ხათუნა ქომეთიანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ორმოცამდე ნამუშევარი, შესრულებული სხვადასხვა ტექნიკით ზეთი, ფანქარი.
ხათუნა ქომეთიანი დაიბადა 1964 წელს 21 იანვარს, 1981 წელს დაამთავრა საბავშო სამხატვრო სკოლა, 1987 წელს – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
ხათუნა ქომეთიანი ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა მისი პროფესია სულ სხვა კუთხით განვითარდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა ემოციამ აიძულა, გაერღვია ჯებირები და ერთი ამოსუნთქვით შეექმნა თავისი ნამუშევრები. მის თითოეულ ნამუშევარს ეტყობა, თუ რას განიცდიდა მხატვარი მისი შექმნისას. თემატიკა ფერადია, ჭრელი … თუმცა აქვს საყვარელი თემები: „ბებიები“, „ბავშვობა“, „შემოდგომის გაზაფხულები“. ყველაზე დიდი სურვილი: „მინდა ვიცოცხლო და ვხატო, ამით უბრალოდ ბედნიერი ვარ“. გამოფენა 15 ივნისამდე გაგრძელდება.