„ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობა – უახლესი სამეცნიერო კვლევები“- მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია გაიმართება

3 ივნისს, 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობა – უახლესი სამეცნიერო კვლევები“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები ქართული ლიტერატურის ისტორიის, ზოგადად, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენი და ოქროს ფონდის კუთვნილებაა. მიუხედავად მცირე მოცულობისა (18 ბარათი), ისინი უაღრესად საყურადღებო და მრავლისმთქმელია, უწინარესად, თავად ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების, სულიერი ბიოგრაფიის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური მრწამსის შესწავლის თვალსაზრისით. პოეტის პირადი ბარათები, ამავდროულად, ეპოქის სანდო დოკუმენტები და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიის საუკეთესო წყაროებია.
მომხსენებელი ისაუბრებს სამეცნიერო კვლევის შედეგებზე, რომლებიც შეეხება ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილთა დათარიღებას, პირთა იდენტიფიკაციას და სანაცნობო წრეს, პოეტთან მათ დამოკიდებულებას, აღწერილი ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ კონტექსტში გააზრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები