Kavkaz Jazz Festival 2015 – ფესტივალი გაიმართება
4-დან 7 ივნისის ჩათვლით თბილისში მეექვსე Kavkaz Jazz-ის ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი ეთნოჯაზს ეძღვნება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან.
წელს ტრადიციულ მასტერკლასებს დამწყები ჯაზმუსიკოსებისთვის გაუძღვება ამერიკული ჰიპ-ჰოპ/სოულ ჯგუფი Dangerflow.
Kavkaz Jazz არის ერთადერთი არაკომერციული ჯაზფესტივალი საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მუსიკოსმა. პროექტის ორგანიზატორია – არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge. ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. პარტნიორები – აშშ საელჩო თბილისში და თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre.