თამარ გაბროშვილი გიწვევთ „სიცოცხლის პოეზიასთან“ შესახვედრად

3 ივნისს, 19 საათზე თამარ გაბროშვილი გიწვევთ “სიცოცხლის პოეზიასთან” შესახვედრად. მისამართი: ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა N10 (ძმები  კაკაბაძეების ქუჩიდან მარჯვენა შესახვევი).
თამარ გაბროშვილმა გამოსცა 4 პოეტური კრებული: “ახალწლის ღამე”, “სიყვარულის თილისმა”, “გაიმეორე სიცოცხლე” და “ქრიზთას ანთოლითები”. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ოთხივე კრებული და ასევე პროზაული ჩანაწერები. „ყველაფერი ერთად იძლევა სიცოცხლის ფენომენის პოეტურ ახსნას და სცილდება პოეზიის არსის დამკვიდრებულ საზღვრებს. ეს გზაა სამყაროს ცოცხალ პოეზიაში გადასასვლელი… ამასთანავე, ადამიანური, გასახარებელი, მომავლის გზა აწმყოსთან შერწყმული“… -ამბობს პოეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები