ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ 962 500 ფუნტ სტერლინგად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ინფორმაციას, ფეისბუქით საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე ავრცელებს: „დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანი იყიდა!!! „არსენალის მთა“ მალე თბილისში იქნება!“.
ფიროსმანის ნამუშევარი რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, ქართველმა მუსიკოსებმა და ხელოვანებმა აქცია რამდენიმე დღის წინ წამოიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები