კულტურის მინისტრი “კრისტის” აუქციონზე ფიროსმანის ნახატის გაყიდვას გამოეხმაურა

ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ 962 500 ფუნტ სტერლინგად, რუსული ხელოვნების კატეგორიით გაიყიდა. ქართველმა მუსიკოსებმა და ხელოვანებმა აქცია რამდენიმე დღის წინ წამოიწყეს, თუმცა ნამუშევრის საქართველოში დაბრუნება ვერ მოხერხდა.
საქართველოს კულტურის მინისტრი ამბობს, რომ საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არ იყო და მისი უწყება დაინტერესდება, თუ რატომ გამოიფინა აუციონზე ნახატი რუსული ხელოვნების კატეგორიაში.
„ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ლოტის აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ ეროვნულ მუზეუმთან და ეცდებიან, გაარკვიონ, რა პროცედურებია გასავლელი, რომ ქართული სექცია შეიქმნას, ან აღმოსავლეთ ევროპის სექციიდან გავიდეს ხოლმე ქართველი ავტორების ნამუშევრები“, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები