ფიროსმანის ნამუშევარი 800 000 ევროდ, ანუ 1 235 199 დოლარად გაიყიდა

ქრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ 800 000 ევროდ, ანუ 1 235 199 დოლარად გაიყიდა.
შეგახსენებთ, ქრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ წარმოდგენილი იყო, როგორც რუსული არტი. ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობდნენ.
აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წლებში შექმნა. ტილო ბოლოს 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა, რომელიც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავდნენ, გამოყენებინათ შესაძლებლობა, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნახატი საქართველოში დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები