გამოფენა „ბეჰიჩ აქი და ბავშვები“ გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ილუსტრაციების გამოფენა „ბეჰიჩ აქი და ბავშვები“ გაიხსნება.
„მოთხრობის წერის, კარიკატურის ხატვისა თუ პიესის შექმნის მიზანი, როგორც წესი, რაიმე შემთხვევისა თუ ამბის თხრობაა. 32 წელია ვწერ და ვხატავ. განა იმიტომ ვწერ და ვხატავ, რომ სხვას მოვუთხრო, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტი რამე გავიგო თავად. ამ წლებმა მიმახვედრა, რომ რომანისტის ხედვა განსხვავდება პოეტის აღქმისგან, იუმორისტის ხედვა კი ყველასგან განსხვავებულია. ზოგიერთ რაღაცებს უფრო ნათლად ვაცნობიერებთ არა მაშინ, როცა ეს ფაქტი ხდება, არამედ მაშინ, როდესაც ამ საკითხზე პიესა იქმნება. ზოგიერთი რამის გაგება კი მხოლოდ ბავშვებს ძალუძთ. დიდების ცხოვრებისეული გამოცდილება აფერხებს მათ დანახვას. ბავშვთა სამყაროში მოგზაურობა ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებს. აღმოვაჩინე, რომ გარშემო არცთუ ისე ცოტა სილამაზეა. მივხვდი, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა ნივთები, რომლებსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. ამ გამოფენაზე წარმოგიდგენთ ბავშვთა სამყაროში ჩემი მოგზაურობის ზოგიერთ ჩანახატს“, – ბეჰიჩ აქი.
გამოფენა 6 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები