„ნიქოზი 2015“ – პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი

1 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვი სამინისტროს მხარდაჭერით, ნიქოზში (საკათედრო ტაძარში) გაიხსნება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი – „ნიქოზი 2015″.
ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. „ნიქოზი 2015“-ში მონაწილეობს 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრებიან ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის პარალელურად გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა. „ნიქოზი 2015“-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა; ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები