გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის „ჩემი დღეების მიწა“ პრეზენტაცია გაიმართება. „ჩემი დღეების მიწა“ გივი ალხაზიშვილის ახალი ლექსების წიგნია. ერთი ლექსის სათაური პოეზიის კრებულის სახელად იქცა. ასე გამოიკვეთა ავტორისეული ჩანაფიქრი, რაც წიგნში დაბეჭდილმა ლექსებმა განაპირობა. პოეზია თავის მკითხველს პოულობს და იგი სიცოცხლეს ეძღვნება. ეს იგრძნობა კიდეც მარჩენალი მიწის სიყვარულის დედობრივ სიყვარულთან გათანაბრებით, ადამიანური სიახლოვით და, ცხადია, ბუნებრივად ჩნდება სახარებისეული საყოველთაოდ ცნობილი კონცეპტი, რომელიც უარყოფას ან მივიწყებას არ ექვემდებარება, ამ მოსაზრებას გამოხატავს არაერთი ლექსი: „მედიტაცია – ნაგულისხმევი მუსიკის თანხლებით“, „პირვველი პაუზა“, „მეორე პაუზა“, „მესამე პაუზა“, „დამალობანა“, „ბავშვობაში ცა რომ მყავდა“ და სხვა. ამ წიგნში გამოქვეყნებულ ყოველ ლექსს აქვს თავის სათქმელი და სივრცე. ისინი ერთმანეთს ავსებენ, აგრძელებენ და ეხმიანებიან. ეს არის ეგზისტენციის პოეზიაში შენახვის, პოეზიად ქცევის და გადარჩენის მორიგი მცდელობა, და სწორედ მედიტაციის ასეთ ტონალობას ჰქვია ნაღვლიანი ოპტიმიზმი.
საღამოზე ბატონი გივი ახალი კრებულიდან წაიკითხავს ლექსებს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ნინო ბაშარული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები