„კანონიერების დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში პროკურორების როლი ძალიან დიდია“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ პროკურორებს და საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს, პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღეს ულოცავს.
„დღეს ძალიან დიდია პროკურორების როლი კანონიერების დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. პროკურორობა რთული და საპატიო საქმეა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. დღეს თქვენმა პროფესიონალიზმმა, სახელმწიფოსა და საქმისადმი ერთგულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა – ჩვენს ხალხსა და ქვეყანას თქვენი უანგარო და თავდადებული სამსახურის იმედი აქვს. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენს სახელმწიფოში კანონიერების დაცვის საქმეში. ყველას გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღეს საქართველოს პროკურატურა 1999 წლიდან აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები