ანსამბლ „გვირილას“ ხვალ 20 წელი უსრულდება
საბავშვო სტუდია „გვირილა“ ხვალ დაფუძნების 20 წლის იუბილეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს.
ღონისძიება ფილარმონიაში 16:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას, ყოფილი და ამ ჟამინდელი აღსაზრდელები მიიღებენ.
ხვალინდელი კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა, ღონისძიებიდან მობილიზებული თანხა სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადაერიცხება. ხვალვე, კონცერტზე დამსწრე პატარები საჩუქრებს მიიღებენ.
„გვირილა“ 1995 წელს დაფუძნდა და იგი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მას დაფუძნების დღიდან ერნა წიფურია ხელმძღვანელობს.