ფუად ახუნდოვმა საკუთარი ფილმის პრეზენტაციის ადგილად თბილისი აირჩია (ფოტოკოლაჟი)
“ალტერნატიული ისტორია სომხეთსა და აზერბაიჯანში” – ამ სახელწოდებით დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში გაიმართა.
ფილმის ავტორმა ფუად ახუნდოვმა აზებაიჯანის წინა საუკუნეების ისტორია, ჯერ წიგნის ფურცლებზე აკინძა, შემდეგ კი 30 წუთიან დოკუმენტურ ფილმში ჩაატია.
ახუნდოვმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოლიტიკური კვლევებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, საკუთარი ავტორობით შექმნილი ფილმის პრეზენტაციის ადგილად საქართველოს დედაქალაქი – თბილისი აირჩია. როგორც ფუად ახუნდოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფილმში დოკუმენტური მასალები 1918 წლის 28 მასიდან იწყება და განსაკუთრებული ადგილი უკავია აზებაიჯანისა და სომხეთის კულტურულ ძეგლთა მემკვიდრეობას. ავტორის თქმით, ფილმში აზერბაიჯანის ისტორია და სომხეთთან ურთიერთობის ისტორიული სინამდვილეა ასახული. ასევე, მოთხრობილია რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს, თურქეთისა და რუსეთის როლის შესახებაც. „თბილისში დღევანდელი ღონისძიება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 97-ე წლისთავს მივუძღვენით. ამ ღონისძიებას არ აქვს ანტისომხური მიმართულება და სომხური საზოგადოების ინფორმირებისთვის ტარდება. სწორედ ამის ფარგლებში, დღეს ჩვენ ვიწყებთ პროექტს, რომელიც მოიცავს დოკუმენტური ფილმების ციკლს და ეძვნება სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიას. მისი სახელწოდებაა სომხეთისა და აზერბაიჯანის ალტერნატიული ისტორია. ჩვენ საზოგადოებას წარმოვუდგენთ, ყველა ისტორიულ კვლევას, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს სომხეთის კულტურული ძეგლების ისტორიას. საჭიროა, რომ სომხეთის მხარეს მიეწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არის მოპოვებული და აზერბაიჯანსა და სომხეთის ალტერნატიული ისტორიას ასახავს, ამის შემდეგ კი თავად სომხეთის მოსახლეობამ გააკეთოს თავად არჩევანი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა და ამის შემდეგ სომეხ ხალხს ექნება უფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, სხვადასხვა აქტივობები, ჩვენ გავხსენით რამდენიმე ინეტრენეტ პორტალიც“, – აღნიშნა ფუად ახუნდოვმა.
მისი თქმით, დოკუმენტურ მასალებში რიგი კვლევები ჩაატარა კავკასიის ინსტიტუტმა – «azer-GLOBE». ახუნდოვის ინფორმაციით, დოკუმენტური მასალები ასახავს, აზერბაიჯანული და სომხური ისტორიის ფალსიფიკაციას, რომელიც ჯერ სტატიებსა და წიგნების სახით გამოიცა, ხოლო შემდეგ დოკუმენტური ფილმიც შეიქმნა.
პრეზენტაციას აზერბაიჯანის ელჩი და საქართველოში აზებაიჯანის დიასპორის წარემომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს აზერბაიჯანში რესპუბლიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. მაშინ მისი დედაქალაქი გიანჯაში იყო.
აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 23 თვე იარსება 1920 წლის 28 აპრილამდე, როდესაც წითელი არმიის ნაწილებმა მისი ოკუპაცია მოხდინეს. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ 1918 წლის რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი აღადგინა.