საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ გახსნა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალს შეისწავლის. ჯგუფის მიზანია ბიოსფერულ რეზერვატთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განხილვა, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება.

ბიოსფერული რეზერატის შექმნა უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დაცვას, გარემოს გლობალურ მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევას, რეკრეაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას და დინამიური სოფლის მეურნეობის წარმოების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები