რიყის პარკში ხვალ უკრაინული ფესტივალი “უკრაინა-საქართველო, ორი გული-ერთი სული” გაიმართება
თბილისში რიყის პარკში, ხვალ უკრაინული ფესტივალი „უკრაინა-საქართველო, ორი გული-ერთი სული” „Ukraine – Georgia, two hearts with one soul” გაიმართება.
ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, რომლებიც პარალელურად უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას და სოლიდარობას გამოხატავენ.
ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია კონცერტი „უკრაინული სული“, შესრულდება უკრაინული ცეკვები და სიმღერები; უკრაინული სუვერნირების, სამოსისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა; უკრაინული კერძების დაგემოვნება, რომელშიც თბილისში არსებული უკრაინული რესტორნები ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, ფესტვალის ფაგლებში მოეწყობა ფოტოგამოფენა – „საქართველო, რომელიც უყვართ უკრაინელებს“ და ნაჩვენები იქნება უკრაინული ფილმი „Україна запрошує”.
ამასთან, დღის განმავლობაში, უკრაინულ სამოსში კონკურსიცაა დაგეგმილი, ასევე, ხატვის კონკურსი-გამოფენა „უკრაინა&საქართველო ბავშვის თვალით”.
გარდა ამისა, ფესტილაზე აქცია „წერილი უცნობ მეგობარს” გაიმართება, რომლის ფარგლებში მსურველები უკრაინელ მეომრებს, მათ ოჯახებს და ვოლონტიორებს წერილებს მისწერენ. გაიმართება აუქციონი და ასევე, ფლეშმობი მშვიდობის ხილზე. ფესტივალზე მოწყობილ სპეციალურ უკრაინულ კუთხეში კი, მსურველებს სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლებათ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებიდან მობილიზებული თანხა დაღუპული მეომრების ობოლ ბავშვებსა და საომარი მოქმედებების გამო ლტოლვილ მრავალშვილიან ოჯახებს გადაერიცხებათ.
ღონისძიების ორგანიზატორია ქართული დიასპორა უკრაინაში (ქ.ოდესა, ცენტრი “ივერია”). იგი უკრაინული დიასპორის, უკრაინის საელჩოს, დიასპორის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.