ოზურგეთის გამგებელი მერაბ ბერაძეს მეუღლისა და შვილიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე სამძიმარს უცხადებს ჭანიეთის თემში გამგებლის წარმომადგენლის მერაბ ბერაძის ოჯახს მეუღლისა და შვილიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. “სიტყვებით ძნელია გამოხატო ის წუხილი, რასაც ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო განვიცდი. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს გარდაცვლილთა სულებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

გარდაცვლილია გამგებლის წარმომადგენლის მეუღლე და შვილიშვილი. ოჯახი ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

მსუბუქი ავტომობილი “ნისან მიკრა” სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები