ლეიკემიით დაავადებული მოზარდის დასახმარებლად „პოზიციამ“ საქველმოქმედო ღონისძიება გამართა (ვიდეო, ფოტო)

28 მაისს, 20:00 სთ-ზე, კლუბში “one side” არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ” პროექტის “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” პრეზენტაცია გამართა.

პროექტი ყოველი თვის ბოლოს გაიმართება სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად და ის, ერთი მხრივ, ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ – ქველმოქმედებას. მიხეილის ოჯახი სოციალურად დაუცველია. არასრულწლოვანს ჩადგმული აქვს ხელოვნური ხერხემალი, რის ფონზეც ლეიკემია განუვითარდა და 15 წლის ასაკში სულ რაღაც, 25 კგ-ს იწონის.

მიხეილს კლინიკაში 1-თვიანი რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება. ზემოაღნიშნული პროექტი თვეში ერთხელ კონკრეტული ადრესატის დასახმარებლად განხორციელდება.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობისას, არასამთვრობო ორგანიზაცია „პოზიციასა“ და ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

10656107_392213190980660_1750227177_n

11271155_392213187647327_1148743236_n

11273299_392213204313992_1159291984_n

11273689_392213197647326_681704669_n

11304462_392213207647325_1757108316_n

11326967_392213210980658_512052127_n

11355425_392213200980659_668327684_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები