ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დღეს სამხრეთ საქართველოში იმართება
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დღეს სამხრეთ საქართველოში იმართება, – ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ.
ამავე ინფორმაციით, ესტაფეტა 16:00 საათზე ადიგენში დაიწყება და ახალციხეში გაგრძელდება, სადაც 20:00 საათზე, ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს საზეიმო კონცერტით დახვდებიან. 31 მაისს მსვლელობა ასპინძა – ახალქალაქის მიმართულებით გაგრძელდება, პირველ ივნისს კი, მეჩირაღდნეები ნინოწმინდას ეწვევიან.
ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის დაწყების თარიღი ახლოვდება.
საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად 26 მაისს, ბათუმში შემოვიდა. როგორც ცნობილია, ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის. 14 ივლისს კი, ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე