პრემიერ-მინისტრმა ავღანეთში მყოფ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერის მილოცვა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროების მილოცვის ტექსტი წაუკითხა და ქვედანაყოფების მეთაურებს ოფიციალური წერილები გადასცა.
„მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. დღეს თქვენ, დამოუკიდებელი საქართველოს ერთგული ჯარისკაცები სამშობლოსგან შორს, უცხო მიწაზე თავდადებით ერთგულად ემსახურებით მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და ამით იცავთ ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. თქვენი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოებას. მე მეამაყება თქვენი თავდადება, თქვენი ვაჟკაცობა და შეუპოვრობა, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩენია და ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთის სიმამაცის სიმბოლოდ იქცა“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

11265407_992697670762975_5309158955930555481_o

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები