რა მისწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ მაქართის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდამაყრის სოფელ მაქართის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს – ბაჩო წიკლაურს წერილი მისწერა. წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და მშობელი მიწის სიყვარულით ბაჩო საქართველოს უკვე ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილი ბაჩოს მრავალ სიხარულსა და ნატვრის ასრულებას უსურვებს. პრემიერმა ბაჩოს საჩუქრად ლეპტოპი და ველოსიპედიც გაუგზავნა, რომელიც მას უკვე გადაეცა. ბაჩო წიკლაური გუდამაყრის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, ის სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა. ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც – სკოლელი.
ბაჩო წიკლაურთან ინტერვიუ გაზეთმა “კვირის პალიტრამ“  გასული წლის მიწურულს ჩაწერა.

1608584_208684769337714_390250582_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები