გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონპროექტი განიხილეს – „დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა“

„გარემოზე ზემოქმედების შესახებ” – კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია სასტუმროში „Holiday Inn” განიხილეს.

საჯარო განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ გახსნა. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში” პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

„ახალი კანონმდებლობით გაფართოვდება და სრულყოფილად ჩამოყალიბდება ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი. დაინერგება სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპები, რაც სამინისტროსა და საქმიანობის განმახორციელებელს შორის სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის განმახორციელებელს, დროულად აღიქვას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, რათა სწორად დაგეგმოს და განხორციელედეს ესა თუ ის საქმიანობა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ნებართვის გაცემის, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესის თითოეულ სტადიაზე. დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა. შემცირდება, ერთი მხრივ, ინვესტორის შესაძლო ფინანსური დანაკარგების რისკი, მეორე მხრივ, სამინისტროსთვის გაჩნდება მეტი ბერკეტი მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, – განმარტავენ სამინისტროში.

საჯარო განხილვას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები