მაკა ჩიჩუა და მარგიტ ფიშერი ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრს ესტუმრნენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ავსტრიის პირველი ლედი მარგიტ ფიშერი დღეს ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრს “პორტიჯის”, თანმხლებ პირებთან ერთად, ესტუმრნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ცენტრი სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განვითარების პროგრამებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის პირველი ლედი 11 წელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით არის დაკავებული, მათ შორის ბავშვებით.

მარგიტ ფიშერი ორი ორგანიზაციის დამფუძნებელი და კეთილი ნების ელჩია ამ მიმართულებით. პირველ ქალბატონებს ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ჭინჭარაული და ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე დახვდნენ. სტუმრებმა შენობა დაათვალიერეს დაცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

თავის მხრივ, ქალბატონმა ფიშერმა საკუთარი გამოცდილების შესახებაც ისაუბრა. დღესვე, მაკა ჩიჩუამ და მარგიტ ფიშერმა ძველი თბილისი მოინახულეს. ქალბატონები ევროპის პარკიდან ნარიყალაზე გონდოლებით ავიდნენ. ფეხით ისეირნეს და ნარიყალას ციხესიმაგრე დაათვალიერეს. საქართველოს პირველმა ლედიმ ქალბატონ ფიშერს ძველი თბილისის ისტორია გააცნო. ექსკურსია შემდგომ აბანოთუბანში გაგრძელდა, სადაც პირველმა ქალბატონებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ექსკურსიის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის პირველი ქალბატონი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაემგზავრნენ სადაც მათ ავსტრიის პრეზიდენტი შეუერთდა და ერთად დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური.

11224641_436692203165725_5518559769177954885_n

11011809_436692176499061_8954564572315977820_n

11165288_436693103165635_5461657420857216998_n

11014668_436693069832305_6336772589047073252_n

11252025_436693113165634_1385948864022897241_n

1470115_436692189832393_927506729463874748_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები