“თელასი” განცხადებას ავრცელებს
კომპანია “თელასი” განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ მიე გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული, სოფელ დიღომთან კომპანია „ჯორჯიან უოთერ & ფაუერმა“ მიწის სამუშაოების შესრულების დროს მექანიკურად დააზიანა სს „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელი.
„ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა სოფელ დიღმის ახალი დასახლების ნაწილს. სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და ელექტრომომარაგება უახლოეს პერიოდში აღდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.