„ჩქარა, სასწრაფო, სისხლისგან იცლებაო“ – რას აცხადებენ დოღომში მომხდარზე ადგილობრივები

თბილისში, დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც მეზობელი აცხადებს, აღნიშნული შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

მისივე თქმით, მას გასროლის ხმა არ გაუგია. „არ ვიცი, რა მოხდა, ვიღაცა დაჭრესო. ფანჯარიდან დავინახე, რომ ხმაური იყო, სასწრაფო და პოლიცია მოვიდა. ჩქარა, სასწრაფო, სისხლისგან იცლებაო, გასროლის ხმა ნამდვილად არ ყოფილა“,- განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებულს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები