სახელმწიფო დეპარტამენტი – ვიქტორია ნულანდის ვიზიტი მოსკოვში მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა

ვიქტორია ნულანდის მცდელობის მიუხედავად, მინსკის შეთანხმებების შესრულების გააქტიურების საკითხში, ამ მხრივ მნიშვნელოვან გარღვევაზე საუბარი არ მიდის. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ რატკემ განაცხადა.

რატკეს განცხადებით, ნულანდის ვიზიტი მოსკოვში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის აქტიურობის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ვიქტორია ნულანდი მოსკოვში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს – გრიგორი კარასინსა და სერგეი რიაბკოვს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გზების მოძიების მცდელობა შეინიშნება, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი არ არის. ვიქტორია ნულანდმა რუსეთის ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების განუახლებლობაში დაარწმუნა. თავის მხრივ, მოსკოვი ამ ინფორმაციის გადამოწმებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები