თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა გაიმართა
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა გაიმართა. ასოციაციამ ჯეი-სი-აი JCI (The Joint Commission), სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ამერიკულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულება განიხილა, რომლის მიხედვითაც პირველად საქართველოში აღნიშნული ორგანიზაცია ხარისხის მართვის მენეჯმენტში სასერტიფიკაციო პროგრამას განახორციელებს.
ამავე სხდომაზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შეაფასა. ექსპერტთა აზრით, ეს პროგრამა უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტია ქვეყნისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას და პროგრამის საჯაროდ გაცხადებულ დეტალებში ეჭვის შეტანის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.