რომელი ქუჩები გადაიკეტება თბილისში 26 მაისისთვის მზადების გამო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 მაისს, 06:00 საათზე, თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდება. 25 მაისს, 11:00 საათიდან, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე გენერალური რეპეტიცია იგეგმება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.