ლია ახეჯაკოვას პოლიტიკური შეხედულებების გამო ნათესავები არ ელაპარაკებიან

ცნობილი რუსი მსახიობი, კინოფილმების „ბედის ირონია“, „გარაჟი“ და „სამსახურებრივი რომანი“ ვარსკვლავი ლია ახეჯაკოვა ამბობს, რომ მას პოლიტიკური შეხედულებების გამო ნათესავები არ ეკონტაქტებიან. ახეჯაკოვამ არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების მოქმედება უკრაინაში და ყირიმის ანექსია დაგმო. wow-impulse.ru-ს ცნობით, 76 წლის მსახიობისთვის ამ ეტაპზე ერთადერთი „ნათელი წერტილი“ სამსახურია. ცოტა ხნის წინ მან მსახიობ ვალენტინ გაფტთან ერთად „მოსკოვის პრემია“ მიიღო ნომინაციაში „თეატრალური ხელოვნება“ და 150 ათასი რუბლის ოდენობის პრემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები