კოლუმბიაში მეწყერში მოყოლილი 60 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი

სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა კოლუმბიის ქალაქ სალგარში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. ცხედრები ამოსაცნობად მედელინში გადაასვენეს. ტრაგედია ორშაბათს დატრიალდა. კოკისპირული წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სახლები მდინარეში ჩაიტანა. სამძებრო სამუშაოები მდინარის ძლიერი დინებით არის გართულებული. ზოგიერთი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რამდენიმე ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრში იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მეწყერის შედეგად დაინგრა ხიდები, გზები და წყალსადენი, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები