ლიმონი პიტნით და ნაღები შოკოლადით – ორი ახალი გემო „ნატახტარის“ ლიმონათისგან

ორი ახალი გემო „ნატახტარის“ ლიმონათისგან – ლიმონი პიტნით და ნაღები შოკოლადით, „ნატახტარის“ ლიმონათი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სულ ახლახან ქართულ ბაზარზე „ნატახტარის ლიმონათი“ ახალი არომატებით: ლიმონი პიტნით და ნაღები შოკოლადით გამოჩნდა.
გაატარეთ სადღესასწაულო დღეები „ნატახტარის ლიმონათთან“ ერთად! „გვინდოდა მომხმარებლისთვის უფრო დიდი არჩევანი და მეტი მრავალფეროვნება შეგვეთავაზებინა. ამიერიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არსებული 12 არომატის (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, ვაშლი, კოწახური, ფეიხოა და თეთრი ყურძენი) ლიმონათის გარდა ლიმონი პიტნითა და ნაღები შოკოლადითაც დააგემოვნოს,“ – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე ნიკოლაიშვილი. ახალი არმოატები ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეფუთვაში: ლიმონი პიტნით 1 ლ. პეტი, ნაღები შოკოლადით – 0,33 პეტი, 1 ლ პეტი და 2 ლ. პეტი „ნატახტარის ლიმონათი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. დღეს ის საქართველოში ყველაზე პოპულარული ლიმონათია და მომხმარებელში დიდი მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს. „ნატახტარის ლიმონათი“ მდგრადი და უცვლელი ხარისხის ქართული პროდუქტია, რომელიც ქართული სუფრის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. „ნატახტარის ლიმონათი“ საუკეთესო ნატახტრის წყალზე დამზადებული, გემრიელი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ყველას ბავშვური ბედნიერებისა და უდარდელობის შეგრძნებას ანიჭებს.

®

11286757_1630354420535653_933431109_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები