რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში პატრონის ვალის გამო კატა დააყადაღეს

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში სასამართლომ პატრონის ვალის გამო მისი კატა დააყადაღა. რუსული მედიის ცნობით, ამ ადამიანს 200 ათასი რუსული რუბლი ბანკის ვალი ჰქონდა. „ბანკის წარმომადგენლებმა ვალის გადახდის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს, რომელმაც მევალეს ამ თანხის გადახდა დააკისრა. თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მეწარმემ ვალის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა“, – ნათქვამია სტავროპოლის მხარის სააღმსრულებლო ბიუროს განცხადებაში. ამის გამო დონის სფინქსის ჯიშის კატას ყადაღა დაედო და 10 დღის განმავლობაში ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას გაყიდიან. ჯერჯერობით კატა პატრონთან რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები