პოლონეთს 2016 წელს საქართველოსთან და უკრიანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების იმედი აქვს

პოლონეთს იმედი აქვს, რომ 2016 წელს ევროკავშირი საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ განაცხადა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი რიგაში 21 მაისს დაიწყება. „იმედი მაქვს, რომ სამიტის შემაჯამებელი განცხადება უკრაინელებისა და ქართველებისთვის დადებითი იქნება. განსაკუთრებით ეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმას ეხება. ქართველებმა და უკრაინელებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს. იმედი მაქვს, რომ ეს 2016 წელს მოხდება და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა სხეტინამ. 8 მაისს ევროკომისიამ თბილისისა და კიევის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. კომისიის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს, მაგრამ მათ სხვადასხვა მიმართულებით კიდევ დიდი მუშაობის გატარება მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები