პალესტინელებმა იერუსალიმში ებრაელების მარშს ქვები დაუშინეს

ისრაელის ცხენოსანთა პოლიციამ პალესტინელების აქცია დაშალა, რომლებმაც „ულტრამემარჯვენე“ ებრაელების აქციას ქვები დაუშინეს. ებრაელები ისრაელის ჯარის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის დაკავების იუბილეს აღნიშნავდნენ, რომელიც 1967 წლის 6-დღიანი ომის შედეგად მოხდა.
პალესტინელებმა დროშებით მიმავალ ებრაელებს ქვები დაუშინეს, რის შედეგად ორი პალესტინელი და ორი პოლიციელი დაშავდა. პალესტინელების პროტესტი იმით არის გამოწვეული, რომ ისინი აღმოსავლეთ იერუსალიმს, სადაც მსვლელობა გაიმართა, პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად განიხილავენ. თავის მხრივ, იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იერუსალიმი არის და იქნება ერთიანი ისრაელის დედაქალაქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები