დუბაიში ყაზახეთის მოქალაქეს 3-თვიანი პატიმრობა პოლიციელისთვის ხელის შეხების გამო მიუსაჯეს

ყაზახ ტურისტს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში 3-წლიანი პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ ის ქალ პოლიციელს ხელით შეეხო. გარდა ამისა, პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციის კიდევ ორ თანამშრომელს დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა ჰკითხა პოლიციის თანამშრომელ ქალს, თუ როგორ მივიდეს კომერციულ ცენტრში. ამ დროს ის მას ხელით შეეხო. 21 წლის პოლიციის თანამშრომელი ქალი ამბობს, რომ მან ტურისტს მიმართულება აჩვენა, მაგრამ მან ისევ ხელზე მოქაჩა. ამის შემდეგ პოლიციელმა ტურისტს განყოფილებაში წამოსვლა ურჩია. მან უარი განაცხადა, რის შემდეგ ის დააკავეს. 3-თვიანი პატიმრობის გარდა, სასამართლომ მამაკაცს 2 ათასი დირხამის (500 დოლარის) ჯარიმის გადახდა დააკისრა. ყაზახეთის მოქალაქეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები