უშგულში ოთხივე უცხოელი ექსტრემალის ცხედარი ნაპოვნია
დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მესტიის რაიონის სოფელ უშგულის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი უცხოელი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი ექსტრემალები გერმანიის და საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან 6 მარტს მოხდა. ზვავში ორი გერმანელი და სამი ფრანგი ექსტრემალი მოყვა. დაიღუპა ორი გერმანელი და ორი ფრანგი, ხოლო ერთი ფრანგი ექსტრემალი გადარჩა და მის სიცოცხლეს, ექიმების განცხდებით, საფრთხე არ ემუქრება.