აშშ-მ შეიძლება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს

ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიძლება სანქციები გაამკაცროს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში განაცხადა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ახალი სანქციები ფხენიანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარით არის გამოწვეული. კერის თქმით, ეს საკითხები ივნისში, აშშ-ს და ჩინეთის წარმომადგენელთა შეხვედრაზე იქნება განხილული, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი თავი ბირთვულ სახელმწიფოდ 2005 წელს გამოაცხადა. 2006-2013 წლებში ფხენიანმა რამდენიმე მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება ჩაატარა, რასაც მსოფლიო თანამეგობრობის პროტესტი მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეისგან ბირთვული ცდების ჩატარების შეწყვეტა მოითხოვა. მიმდინარე წელს კი ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ის ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირადი ინიციატივით იყო გამოშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები