აშშ-ში ცნობილი სპორტსმენი – ექსტრემალი და მისი ახალგაზრდა მეწყვილე დაიღუპნენ
ცნობილი სპორტსმენი – ექსტრემალი დინ პოტერი და მისი მეწყვილე გრემ ჰანტი აშშ-ს ნაციონალურ პარკ იოსემიტიში დაიღუპნენ. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ტრაგედია სპეციალური „მფრინავი“ კოსტიუმით გადახტომის დროს მოხდა. სააგენტოს ცნობით, პოტერი და ჰანტი 2 ათას 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტნენ და მათ პარაშუტები არ გაეხსნათ. პოტერთან კავშირი შაბათს გაწყდა, მაგრამ მისი და მეწყვილის ცხედრები მხოლოდ მომდევნო დღეს, სამძებრო ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს. დინ პოტერი 43 წლის იყო, ხოლო მეწყვილე გრენ ჰანტი – 29-ის.