საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 975 ადამიანი ცხოვრობს

    სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 975 ადამიანი ცხოვრობს, აქედან (61%) 10 374 ქალია, ხოლო (39%) 6 601 მამაკაცია. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა.
გასული წლის 8 მარტს 157 ბავშვი დაიბადა, მათგან 80 გოგონა და 77 ვაჟი. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავშვი 1960 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 281 ადამიანია დარეგისტრირებული. რეგიონებში 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა იმერეთში (2173), ქვემო ქართლსა (2041) და კახეთში (1488) ცხოვრობს, ხოლო თბილისში 8 მარტს დაბადებული 4349 მოქალაქეა რეგისტრირებული. 8 მარტს დაბადებულებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელები: გოგონების – ნინო (447), თამარი (369), მარიამი (330), მარინე (232) და მაია (232); ვაჟების: გიორგი (487), დავითი (285), ლევანი (123), ზურაბი (120) და ლექსანდრე (113).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები