საუდის არაბეთმა იემენელ მეამბოხეებზე ავიადარტყმები განაახლა
საერთაშორისო კოალიციის ძალებმა საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში ამბოხებულების პოზიციებზე ავიადარტყმები განაახლეს. დაბომბვები 5-დღიანი ზავის დასრულების შემდეგ განახლდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, გაერომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ერთი დღით გააგრძელონ, რათა ის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთების მისაწოდებლად იყოს გამოყენებული. მთლიანობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იემენში სრულდებოდა. შეტაკებები ამბოხებულებს და სამთავრობო ძალებს შორის მხოლოდ რამდენიმე რაიონში მიმდინარეობდა.