ტეხასში ბაიკერებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს ტეხასის შტატში ბაიკერებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. Fox News-ის ცნობით, სროლა ბაიკერების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ რესტორან “ტვინ პიქსის“ სიახლოვეს მოაწყო.
პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბი თავდაპირველად რესტორნის შიგნით დაიწყო, ხოლო შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა დანები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. სამართალდამცველების ცნობით, დაშავებულთა შორის პოლიციის თანამშრომლები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები