ქაბულში მორიგ ტერაქტს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მორიგი ტერაქტი განხორციელდა, რა დროსაც ევროკავშირის საპატრულო მისიის ავტომობილზე დაჯგუფება „თალიბანის“ თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც უცხოური მედია, ევროკავშირის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით იტყობინება, მისიის ყველა თანამშრომელი უვნებლად გადარჩა, თუმცა შემთხვევის ადგილზე გამვლელი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის საპატრულო მისიის კოლონას დანაღმული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები