ამერიკელებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმებმა აღმოსავლეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისლამისტების მეთაური აბუ საიაფი ორგანიზაციის ნავთობისა და გაზის გაყიდვებს, ასევე ფინანსურ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
სპეცოპერაციის დროს ამერიკელმა სამხედროებმა ჯიჰადისტების მეთაურის მეუღლეც შეიპყრეს.
ეს სირიის ტერიტორიაზე ისლამისტების წინააღმდეგ აშშ-ის პირველი სახმელეთო ოპერაციაა. სპეცოპერაციის ჩატარების უფლება უშუალოდ ბარაკ ობამამ გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები