თურქეთმა სირიის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო

თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სირიის ვერტმფრენმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ანკარაში აცხადებენ, რომ სირიის სამთავრობო ძალების ვერტმფრენი თურქეთის ტერიტორიაზე 5 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით „ეფ 16-ის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს.
ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტს სირიაში უარყოფენ. ოფიციალური დამასკოს ვერსიით, თურქეთის ავიაციამ საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები