ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

თბილისში ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე მდებარე სახლის ფრაგმენტი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივების განცხადებით, ლომოურზე ყველა სახლი ავარიულია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ვითარებას ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია გაეცნო. მან ქალაქის მთავრობას რეაგირებისაკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები