დღეს ილია მეორე მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის და ოჯახების კურთხევის ლოცვას წაიკითხავს. მრავალშვილიან ოჯახებს პატრიარქის სიგელი გადაეცემათ. შემდეგ კი ტაძარში მყოფებს დღესასწაულთან დაკავშირებით ბროშურებს დაურიგებენ სამების ტაძარში დაბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვას წაიკითხავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება. პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ გასულ წელს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები