შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გოჩა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცელებმა, ახმეტის რაიონში, ალავერდის ქუჩაზე გოჩა გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან უკანონოდ მოჭრილი წიფლის ჯიშის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი ამოიღეს. გარემოს მიმართ მიყენებული ზიანი 1348 ლარს შეადგენს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს.