ნოდარ ხადურმა სამინისტროს მანდილოსნებს 8 მარტი მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამინისტროს ყველაზე უხუცეს ქალბატონს, და 25 წელზე მეტი სტაჟის მქონე მანდილოსნებსა და მრავალშვილიან დედას სიგელები და თაიგულები გადასცა. თანამშრომელთა უმრავლესობას სამინისტროში სწორედ ქალბატონები წარმოადგენენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თითოეულ მათგანს 8 მარტი მიულოცა, სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა პროფესიული მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და გაწეული სამსახურისთვის.
,,ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, დიდი მადლობა ფინანსთა მინისტრს“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა ეკატერინე ყაველაშვილმა.
,,დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის, დიდი მადლობა ბატონ ნოდარს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენ დღეს დაგვაფასეს და კმაყოფილები ვართ ამით“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს სპეციალისტმა იზაბელა ტატიშვილმა.