ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს – მოჰამედ მურსის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტს- მოჰამედ მურსის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 2011 წელს ციხიდან პატიმრების მასობრივ გაქცევაში ხელშეწყობისთვის.

მიმდინარე წლის აპრილში სასამართლომ მურსის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მის მიერ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაკავების და წამების ბრძანების გამო.

მურსი ეგვიპტის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საერთო არჩევნებში გაიმარჯვა. 2013 წელს ის თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ მოძრაობა „ძმები-მუსულმანები“ ეგვიპტეში აკრძალეს, ხოლო მისი წევრები დააკავეს. მურსის გარდა, სასიკვდილო განაჩენი სასამართლომ კიდევ 100 განსასჯელს გამოუტანა. სასიკვდილო განაჩენები ეგვიპტეს უმაღლეს სასულიერო პირთან – უზენაეს მუფტისთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუმცა მისი თანხმობის შემთხვევაშიც განაჩენის გასაჩივრებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები